|
2021-01-13 12:36:23, 629 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საჭიროა სიფრთხილე, რათა 1-ლი თებერვლიდან ბიზნესის გახსნამ ინფიცირებულთა დღიურ მაჩვენებლის ზრდა არ გამოიწვიოს. „ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ ბოლო თვეების მანძილზე პირველად, 8%-ზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი და 19 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. ეს მოხდა პირველად, როდესაც 10%-ზე დაბლა ჩამოვედით. ეს არის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ როდესაც ავადობა არის 1600-ზე მეტი ნუ დაგვავიწყდება, რომ 100-200 შემთხვევიდან ორ თვეში 5 000-მდე ავედით. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ 1-ლი თებერვლიდან ბევრი ბიზნესის გახსნა არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავბრუნდეთ დღეში 5 000-იან მაჩვენებელზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)