|
2021-01-13 10:18:42, 569 ნახვა
საზოგადოება
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამისუპრეცედენტოკარდიოქირურგიული პროექტი აღსრულების ფაზაში შევიდა - ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო. აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებისთვის დეფიბრილატორისდანიშნულების ადგილზე უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს. რთული არითმიების დროს, უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური საშუალება, იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. საჭიროებისამებრ, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს. აპარატის სატენდერომახასიათებლები„არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად განისაზღვრა. შედეგად, დღეს სააგენტო უზრუნველყოფილია აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული დეფიბრილატორებით, რომლებიც სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობენ. აპარატების რაოდენობა ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრა. ერთი წლის მარაგი უკვე სააგენტოს საცავებშია და ის, საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული. გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ, ბენეფიციართა თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. შედეგად, პაციენტის ჯიბიდან გადასახადი კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე, ჯამში, 2,5 მლნ ლარზე მეტით შემცირდა. მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად,მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება. აღნიშნული შეღავათით მთავრობის N165-ე და N218-ე დადგენილებებითგათვალისიწინებული პირები სარგებლობენ. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)