15:45 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-02 11:00:53, 835 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს და იმედით ვუყურებთ მომავალს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ყველას მოგესალმებით, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს. ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს. „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, იღებდეთ და განგეღოს თქვენ“. ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს, ეს ცხოვრება ცვალებადია, ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი, ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი. ჰე უფალო, მომანიჭე მე განსჯაი ძმისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობის დღესასწაულს. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენთან არს ღმერთი, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – აღნიშნავს ილია მეორე მილოცვაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics