|
2015-09-28 10:49:40, 860 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესსექტორს პროექტების განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი ინდუსტრიული ჯგუფი, დაინტერესებულ პირებს მათ მიერ შექმნილ საინვესტიციო პროექტებს აცნობს. საუბარია 15-მდე დარგის საწარმოს პროექტზე, რომლის ჯამური ღირებულება 80 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დაინტერესებულ პირებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, პროექტები შესთავაზოს და ასევე ისაუბრონ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ პროექტების განხორცილებას ხელი არ შეეშალოს, რა უპირატესობა ექნება ქვეყანას მისი განხორციელებით. "დაინტერესებულ პირებს სამინისტრო დაეხმარება პროექტების განხორციელებაში. უკვე წარმოდგენილ ორ პროექტს ინვესტორი გამოუჩნდა. ეს არის სამშენებლო მასალების წარმოება, აგროპროდუქტების გადამუშავება, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა.სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინდუსტრიული ჯგუფი მათ მიერ მომზადებულ პროექტებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს რეგულარულად წარმოუდგენს",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, პროექტების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)