|
2015-09-26 12:33:35, 767 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 39 მილიონ ლარს მიაღწია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 63,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. სააგენტოს ცნობით, ღვინის ქარხნებში ყურძენი 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 39 მილიონ ლარს მიაღწია. „25 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 620 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი - 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 22 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 12,5 ათასი ტ., ყვარელი - 12,2 ათასი ტ., სიღნაღი - 6,7 ათას ტ., ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2 ათასი ტ., ახმეტა - 1,5 ათასი ტ. და საგარეჯო - 1,7 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)