|
2020-11-27 12:09:42, 424 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!!
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა! ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა - თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა! იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!! კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე - 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით), ანონიმურობა დაცულია). დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მაშტაბით, ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი. კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:
კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
კრიზისული ცენტრების მდებარეობა და მისამართი:
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)