|
2020-11-25 12:12:50, 530 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი კოვიდინფიცირებულია
თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საჭიროა სასწრაფოდ მკაცრი შეზღუდვების მიღება დარამდენიმე ხნით მეტროპოლიტენისთვის მუშაობის შეჩერება, რათა ვირუსის უკონტროლოდ გავრცელება შეჩერდე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან, „ერთობა 2013“-მა მოითხოვა პრევენციული ღონისძიებების მიღება, მათ შორის, მეტროპოლიტენის მუშაობის დროის შემცირება, 7:00 საათიდან - 21:00 საათამდე და მემანქანეების რესურსის განაწილება, რაც 10 დღის განმავლობაში ერთი ჯგუფის მუშაობას, მომავალი 10 დღის განმავლობაში კი, სხვა ჯგუფის მუშაობას ითვალისწინებდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული წინადადება უყურადღებოდ დატოვა. „ასევე მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს.რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღეის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი რათქმაუნდა უარყოფითი იყო, დამშვიდებული და ,,ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას კი ,,ერთობა 2013"_ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს. (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე)“, - აღნიშნულია განცხადებაში. პროფესიული კავშირი ამ ყველაფერზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს და მენეჯერს აკისრებს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)