00:27 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 12:26:22, 669 ნახვა

საზოგადოება
საელჩო - პომპეომ და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით

საქართველოში აშშ-ის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

ილია მეორესა და მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ის მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანს შეხვდა. ამ წუთებში კი, მიმდინაროებს შეხვედრა მაიკ პომპეოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics