|
2020-11-05 14:27:07, 493 ნახვა
საზოგადოება
ცქიტიშვილი - პროტესტის გამოხატვისას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მხარდამჭერმა უნდა დაიცვას რეგულაციები
ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის აუკრძალავს, მაგრამ გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა და პარტიამ, პროტესტის გამოხატვისას დაიცვას რეგულაციები. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების დაწესება თუ არ დაწესება, შეზღუდვების ხარისხი და გავრცელების მასშტაბი დამოკიდებულია თითოეულ თქვენთაგანზე. რამდენად აქტიურად და სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად ზედმიწევნით შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას და სხვა. ეს პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ თითოეულ მოქალაქესა და დამსაქმებელს, არამედ პოლიტიკურ პარტიებსაც. ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს საარჩევნო პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება და გველოდება მეორე ტურიც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საარჩევნო პროცესი ჩვენ ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა და პარტიამ, ყველა აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა მაშინ, როდესაც ეს პარტიები გამოხატავენ თავიანთ პროტესტს და აზრს, ეს მოხდეს რეგულაციების დაცვით. საჭიროა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. არავის არ აუკრძალავს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მოდით, გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება და დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)