20:56 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 17:43:55, 668 ნახვა

საზოგადოება
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ. 

პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი მეწარმეები მაქსიმუმ 7500 ლარით დაფინანსდებიან. გრანტის მიღების მთავარ პირობას კი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენს.  

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას თბილისში, თბილისის შემოგარენში, წილკანში, წეროვანსა და კოდაში ეწევიან. 

განაცხადების მიღება, როგორც დევნილთა სააგენტოში (თამარაშვილის ქ. N15ა), ასევე ელექტრონულ ფოსტაზე - info@idp.gov.ge  17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics