|
2015-09-23 11:18:38, 773 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსის“ შვილობილი კომპანია „მედალფა“ თბილისში მრავალპროფილურ, ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრს ხსნის
თბილისში ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება. კომპანია „მედალფა“ 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილიან საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს, ამიერიდან კი მათ რიცხვს თბილისის ამბულატორიული კლინიკაც შეემატება. „მედალფას“ ახალი მრავალპროფილური, ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კომფორტული გარემო. კლინიკას 85–კაციანი სამედიცინო პერსონალი ჰყავს. სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოვენეროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა კარდიოლოგის და სხვა. ცენტრში მიიღებთ როგორც სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე ჩაიტარებთ შემდეგი სახის კვლევებს, როგორიცაა: ექოსკოპია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ენდოსკოპია, დერმატოსკოპია, ანოსკოპია, ინსემინაცია და კლინიკური ლაბორატორიული კვლევები. მრავალპროფილური, ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი 13:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, „ავერსის“ ხელმძღვანელები.
(R)
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)