|
2015-09-22 12:20:05, 704 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 21 მილიონ ლარს მიაღწია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 36 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავდ. მათ შორის, 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 16 ათას ტონამდე საფერავი, 1,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და 5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 21 მილიონ ლარს მიაღწია. კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში 6 ათას ტონამდე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 11,5 ათას ტონამდე, ყვარლის - 7,5 ათას ტონამდე და თელავის - 5,6 ათას ტონამდე. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)