2015-09-01 09:39:29, 552 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისში ვერტფმფრენით გადმოიყვანეს
შსს-ს მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისში ვერტფმფრენით გადმოიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ ახმეტის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 4 ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.
„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა გადაუდებელ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი ექიმის თანხლებით.
ოპერატიულად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ოთხივე დაშავებულები ხევიდან ამოიყვანეს და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ქ.თბილისში, ო.ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან