|
2020-06-11 23:19:18, 19169 ნახვა
ომი უკრაინაში
იმნაძე - თავი უნდა ვაიძულოთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა... მაგრამ თავი უნდა ვაიძულოთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადებასთან ბრძოლის მეორე ეტაპი წინაა და ერთმანეთის გაფრთხილება ყველაზე მნიშნელოვანია. „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა - ყველას უნდა თავისუფლება, ძალიან კარგია ეს, მაგრამ თუ ცოტა ჩვენ თავს არ ვაიძულებთ, ლაპარაკია ელემენტარული წესების დაცვაზე - დახურულ სივრცეში რომ შედიხარ, გაიკეთე პირბადე, დაიცავი დისტანცია, ნუ შეიკრიბები და ნუ გადაიხდი ქორწილებსა და ხალხმრავალ დაბადების დღეებს. თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო. ჩვენი თანამოქალაქეების შეგნებაზეა ახლა ეს. აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანების რომ იქცეოდა კარგად, იმიტომ განვლეთ მართლა კარგად ეს პირველი ეტაპი. ახლა იწყება მეორე ეტაპი ამ დაავადებასთან ბრძოლის და ისევ და ისევ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თუ არ დავიცავით და ერთმანეთს არ მოვუფრთხილდით, დამერწმუნეთ, რომ ამის გაჩერება... სამწუხაროდ მაგალითები ხომ გვაქვს გვერდით ქვეყნებში“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)