|
2020-06-04 20:18:17, 18112 ნახვა
ომი უკრაინაში
კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესია
„არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულად პროპორციული არც ერთი სისტემა არ არის, მაგრამ არსებითად პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პლურალიზმის ხარისხი იყოს მაღალი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში იქნა მიღებული, თუმცა, შიდა წინააღმდეგობის გამო და იმის გამო, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მაშინ მხარი არ დაუჭირა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, სისტემა ვერ ამოქმედდა. ირაკლი კობახიძემ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება. „აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ განვიხილავდით საკონსტიტუციო რეფორმას, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, მაშინაც იყო სურვილი იმისა, რომ იმთავითვე ამოქმედებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა, მაშინ სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება და შეგახსენებთ იმასაც, რომ მაშინ ოპოზიციამ გაუშვა ხელიდან შანსი, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჯამში ფლობდნენ საკმარის ხმებს იმისათვის, რომ დაებალანსებინათ ის დანაკლისი, რომელიც ჰქონდა უმრავლესობას. მათ რომ დაეჭირათ მაშინ მხარი პროპორციული სისტემისთვის 2020 წელს, ეს სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა მათ თქვეს უარი. საუბარია იმ ორ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კარგად იცით და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება მაინც არ შეგვიცვლია, თუმცა, მოგვიწია 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა, იმიტომ, რომ სუბოექტურადაც, ეს მას მათემატიკურადაც აძლევს ბუნებრივია უპირატესობას პაპრლამენტში მანდატების განაწილების დროს. ოპოზიციურ პარტიებს ასევე სუბიექტურად აქვთ ყოველთვის ინტერესი, რომ სისტემა იყოს პროპორციული, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მათი მანდატების რაოდენდობა იზრდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა ამოვიდეთ სუბიექტური ინტერესებიდან, უნდა ამოვიდეთ ქვეყნის სუბიექტური ინტერესებიდან",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)