კახიშვილი: დაბალი რისკის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განთლება მიიღონ
დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ სასჯელის მოხდის პერიოდში, უმაღლესი განთლება დისტანციურად მიიღონ, - აღნიშნულის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ისაუბრა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.