15:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 14:26:25, 309 ნახვა

პოლიტიკა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 7 ივნისს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქვეყნის დემოკრატიის სიმტკიცე და 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ სულისკვეთების სიცოცხლისუნარიანობა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოსახლეობამ მკაფიო არჩევანი გააკეთა კანონის უზენაესობის, რეფორმებისა და ევროკავშირთან მჭიდრო, პარტნიორობის სასარგებლოდ, ასევე, აღუთქვა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ამ მისწრაფებების ხელშესახებ შედეგებად ქცევაში.

"სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, რეფორმებისკენ, მშვიდობისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ. 7 ივნისს სომხეთის ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - ხმა მისცა დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, რეფორმებსა და მშვიდობას, და აირჩია ევროკავშირთან ღია და ყოვლისმომცველი პარტნიორობა. ახლა ჩვენ ეს მისწრაფებები ხელშესახებ შედეგებად უნდა ვაქციოთ. ამ ძალისხმევაში შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

არჩევნების შედეგების მიხედვით, სომხეთის ახალ პარლამენტში სულ სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას - 64 მანდატს მოიპოვებს, ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ წარმოდგენილი იქნება 29 დეპუტატით, ხოლო ალიანსი „სომხეთი“ 12 მანდატს დაიკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics