13:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 12:05:12, 228 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს

რუბიო კაია კალასს არც კი ხვდება, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს, ყურადღებასაც არ აქცევენ, შეხვედრის ღირსადაც არ მიიჩნევენ, – ამის შესახებ  შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ.

„საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. სავიზო რეჟიმი როდესაც იქნა შემოღებული, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია. ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა მაინცდამაინც აღარ არსებობს ბრიუსელში. როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის. მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომლებიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს ის პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც არასდროს არსებობდა, რაც კი ევროკავშირი, მისი ვიზა და უვიზობა არსებობს. ქართველი ხალხი, საქართველოში მცხოვრები ოთხი მილიონი მოსახლეობა დაგვაფასეს. ევროკავშირი შეიყარა, დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და თავისი წესები მოერგო საქართველოზე. ეს არის მეორე დარღვევა – ევროკავშირის წესები მოარგეს ერთ სპეციფიურ სუბიექტს, ამ შემთხვევაში, საქართველოს. მესამე – ამ პოლიტიკური კრიტერიუმით, თავისი აზრითა და ჭკუით, რასაც უნდათ, იმას მოგთხოვენ. ახლა ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი, გვეუბნებიან, რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო. ანუ, გვეუბნებიან, თავი მოიკალით, თუ უვიზო მიმოსვლა გინდათო. თავი თუ დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვინღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? იქნებ, ესეც აგვიხსნან. ამისკენ გვიბიძგებენ, საკუთარი ქვეყნის დანგრევას გვთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეთ, ანუ დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ამას ითხოვენ პირდაპირ. ჩვენ ქვეყანას ვერ დავაგნგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა, დღეს ვიზა პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ეს კიდევ მესამე დარღვევაა, როდესაც სავიზო პოლიტიკას იყენებ პოლიტიკურ იარაღად. ყველა ქვეყანას აქვს სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა პოლონელი ჩინოვნიკებისთვის, თუ რა ვქნათ, ასე ესკალაციაზე უნდა წავიდეს ყველაფერი? ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის. ბრიუსელმა სადამდეც მიიყვანა ევროკავშირი, მიიყვანა ამ უმწიფრობით. ამიტომ არის, რომ რუბიო კაია კალასს არც კი ხვდება. ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს, ყურადღებასაც არ აქცევენ, შეხვედრის ღირსადაც არ თვლიან ევროკავშირის უმაღლეს საგარეო წარმომადგენელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics