15:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 12:48:18, 1388 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო რუშდიზე - მწერალი დამნაშავეა, სიტყვის თავისუფლება რელიგიის შეურაცხყოფას არ ამართლებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმასთან დკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ირანი თავდასხმის პროვოცირებაში მწერალსა და მის მხარდამჭერბს ადანაშაულებს.

სიტყვის თავისუფლება არ ამართლებს რუშდის ჩანაწერებში რელიგიის შეურაცხყოფას,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა გამართულ ბრიფინგზე.

"ირანს არ აქვს სხვა ინფორმაცია რუშდის სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ, გარდა იმისა, რაც მედიაში გამოჩნდა,"- დასძინა სპიკერმა.

პრიზიორი მწერალი წლების განმავლობაში პოლიციის მფარველობაში ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც ირანელი ლიდერები რუშდის მოკვლით ემუქრებოდნენ მის რომანში „სატანური ლექსები“ ისლამისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის გამოსახვის გამო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდის, ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ,სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics