საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი უფასოა და კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში, მაშინვე მიაკითხონ ექიმს
კლინიკა „მედინას“ ქირურგი–ენდოსკოპისტი ომარ სურმანიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას აღარ ექმნება მატერიალური პრობლემები ოპერაციებისა თუ სხვა სახის მკურნალობისთვის და მიმართვიანობა ერთიორად არის გაზრდილი.