თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროს თემურ ქარცივაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლის 11 ექიმთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში არსებული ვითარება განიხილეს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი - ,,მმართველობა განვითარებისათვის - G4G“ სთან ერთად წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საქართველოს მუსლიმი თემის წევრების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს სწავლობს.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
მსხვილმა სააფთიაქო ქსელებმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთეს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კლების ტენდენციაზე მიუთითებს ფანასკერტელის ინდექსიც, რომელიც ბაზარზე 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასზე დაკვირვებით დგება.
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „კარწახი“.
"სინათლის ქალაქში" თბილისის მერიის სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის "დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა.
ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროექტებს განაგრძობს.
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად ბაღებში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები დაფიქსირდა.
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana"-ს მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინო დააგემოვნონ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More