|
2019-05-17 15:07:00, 1091 ნახვა
საზოგადოება
„თანასწორობის მოძრაობა“: საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ
„თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, არც ერთი მანიფესტაციის ან საჯარო შეკრების ორგანიზება არ გეგმავს. ასევე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არც ერთ სხვა აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. "უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს ბენეფიციარებს, რომ თავი შეიკაონ დღეს იმ სერვისების მიღებისგან, რომელსაც აწვდის ორგანიზაცია ლგბტქი+ თემის წევრებს. ორგანიზაციის სოციალური მუშაკები და იურისტები 24 საათიან რეჟიმში ხაზზე არიან, რათა დაეხმარონ თემის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან დამამცირებელი/დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი ან მათ მიმართ განხორციელდება ფიზიკური ძალადობა ან ზეწოლა. დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595855320", - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)