|
2019-05-17 14:08:26, 1058 ნახვა
საზოგადოება
დირექციასთან მოლაპარაკება ვერ შედგა - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცვას განაგრძობენ
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცვას განაგრძობენ. ადმინისტრაცია მათ სამუშაო საათების შემცირებას იგივე ხელფასის პირობებში შეჰპირდა, თუმცა გაფიცულების აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არაა და დამატებით, ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ. „შემოთავაზება შედგა, რომ იყოს 4 ცვლა, რა ხელფასსაც ვიღებთ სამ ცვლაში, იგივე დარჩება, ასეთი შემოთავაზებაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, არ ვართ თანახმა. ჩვენ გვინდა 50%-ით მომატება და 4-ცვლიანის გაკეთება. ახლა ჩვენ დავილაპარაკებთ, ფოლადსადნობს გასცემენ პასუხს ორშაბათს, ჩვენ არ ვიშლებით. სანამ ყველა ცეხის, ფოლადსადნობი იქნება ეს თუ სხვადასხვა ცეხები, სანამ სრულად არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩვენ არ დავიშლებით“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი ტყემალაძემ. მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძე აცხადებს, რომ ცვლების შემცირების შედეგად საათობრივი ანაზღაურება და შესაბამისად, ხელფასიც გაიზარდა. „წინადადება ძირითადად ეხება, სამუშაო საათების შემცირებას ისე, რომ ხელფასის შემცირება არ მომხდარიყო, რაზეც ჩვენ დავეთანხმეთ. საათობრივ ანაზღაურებაში რომ გადათვალო ხელფასის ზრდა მოხდა. ის, რაც მათი მოთხოვნა იყო, ეს მოთხოვნა შესრულდა“, - განაცხადა არჩილ მელიქიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)