|
2019-02-05 11:23:56, 946 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ივანე მაჭავარიანი სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანისოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა და სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი. სოფლის კრებაზე ადგილობრივებმა ფინანსთა მინისტრს სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ თანხას ისინი სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამის დაფინანსებისთვის გამოიყენებენ. „როგორც წესი, მოსახლეობასთან დიალოგი ყველას საარჩევნოდ ახსენდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ არჩევნებს დასრულების შემდეგ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თითქმის, 2 წლით ადრე, თითოეულ სოფელში შევხვდეთ მოსახლეობას, მოვისმინოთ მათი პრობლემები, ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები. ასეთი კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს პრიორიტეტული პროექტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პროგრამის გაორმაგების შესახებ და წელს ამ მიმართულებით 40 მლნ ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფელ ზეღდულეთში ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც ამჟამად აწუხებს მოსახლეობას, მათ შორისაა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, გარე განათების მოწესრიგება, გმირთა მემორიალის მშენებლობა და მიმდინარე სხვა საკითხები. სოფლის კრებაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით წელსზეღდულეთში რიტუალების სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან აღდგა. 15 იანვრიდან დღემდე, უკვე გაიმართა ათასზე მეტი სოფლის კრება. პროგრამის ფარგლებში, სულ 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 40 მილიონი ლარი.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)