|
2026-07-15 17:03:30, 286 ნახვა
საზოგადოება
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული საჰაერო იერიშის შედეგად, რუსულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ ბაშკირეთში, ქალაქ სალავატში მდებარე სტრატეგიული ნავთობქიმიური კომპლექსი სრულად გააჩერა. „გაზპრომნეფტეხიმ სალავატი“ ბენზინის მწარმოებელი ბოლო მსხვილი ქარხანა იყო რუსეთში, რომელზეც 2026 წელს უკრაინულ დრონებს თავდასხმა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განხორციელებული. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება, 14 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად მძიმედ დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოწყობილობები. წინასწარი შეფასებით, ამ მასშტაბის ზიანის აღმოფხვრასა და ქარხნის აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ იერიში მიზანმიმართულად განხორციელდა საწარმოს კრიტიკულ წერტილებზე, რამაც პარალიზება გაუკეთა ბენზინისა და ნავთობპროდუქტების წარმოებას. უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, ნავთობტერმინალებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილმა ინტენსიურმა დარტყმებმა კრემლის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკური მონაცემებით, რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებლებმა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ივლისის დასაწყისიდან რუსული ქარხნები დღე-ღამეში საშუალოდ მხოლოდ 3,91 მილიონ ბარელ ნავთობს გადაამუშავებენ, რაც 2005 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მცირე მოცულობაა. ამ კრიზისის პირდაპირი შედეგი უკვე იგრძნობა რუსეთის შიდა ბაზარზეც: რუსეთის არაერთ რეგიონში გასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის საწვავის გაყიდვა მკვეთრად შეიზღუდა ან საერთოდ შეწყდა. ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე კი საწვავის სრული დეფიციტი შეიქმნა. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ დაბომბვაზე. კიევის მიზანია დააზიანოს რუსეთის სახელმწიფო სისტემა, მაქსიმალურად შეუზღუდოს კრემლს ომის გაგრძელების ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობები და აიძულოს აგრესორი, შეაჩეროს საომარი მოქმედებები.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)