|
2019-01-30 13:11:02, 1985 ნახვა
საზოგადოება
„მაკდონალდსი“ „ვოლტთან“ თანამშრომლობას იწყებს
„მაკდონალდსი“ „ვოლტთან“ თანამშრომლობას იწყებს მაკდონალდს საქართველო საკვების ადგილზე მიტანის სერვისს აფართოებს და ვოლტთან თანამშრომლობას იწყებს. მომხმარებლებისთვის საყვარელი მაკდონალდსის კერძების სახლში მიტანას, აქციის ფარგლებში კომპანია ვოლტი უფასოდ განახორციელებს/უზრუნველყოფს. „საკვების სახლში და ოფისში მიტანის სერვისი, სამომხმარებლო ტრენდებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მომხმარებლების მხრიდან დიდი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტეთ კიდევ ერთ საიმედო და წარმატებულ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მაკდონალდსის პროდუქტები“ აცხადებენ მაკდონალდსში. მაკდონალდსის პროდუქტების შეკვეთის განსახორციელებლად საჭიროა მომხმარებელმა სმარტფონში გადმოტვირთოს ვოლტის აპლიკაცია ან გახსნას ვებგვერდი wolt.ge, შემდეგ მონიშნოს ადგილი და აირჩიოს მაკდონალდსის რესტორანი. მომსახურების საფასურის გადახდის სისტემა მოქნილია, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხა საკრედიტო ბარათით გადაიხადონ. ამ ეტაპზე, ვოლტის მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის 7 რესტორნიდან, კერძოდ რუსთაველის, მარჯანიშვილის, სპორტის სასახლეს, წერეთელის, დიღომის, ვარკეთილის, და გლდანის რესტორნებიდან 2.8 კილომეტრის რადიუსში, სამომავლოდ იგეგმება მომხმარებლისთვის სერვისის რეგიონებში შეთავაზებაც. „მოხარულები ვართ, რომ ვოლტი მაკდონალდსის მომხმარებლებისათვის ადგილზე მიტანის სერვისს ოფიციალურად უზრუნველყოფს. ვოლტი ევროპის 14 ქვეყანასა და 38 ქალაქშია წარმოდგენილი და საქართველოშიც სწრაფად განვითარდა. კომპანია ქართულ ბაზარზე 2018 წლის მაისში შემოვიდა და მომხმარებლის კეთილგანწყობა მალევე მოიპოვა მიტანის სერვისის სისწრაფით, მიმზიდველი აპლიკაციითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მხარდაჭერის სერვისით.“-აცხადებენ ვოლტში. “მაკდონალდსი”მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერადფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს. ვოლტი ფინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მობილური აპლიკაციის და ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს ქალაქის საუკეთესო რესტორნებისა და კერძების აღმოჩენაში ეხმარება. მსოფლიოს მასშტაბით ვოლტი 10,000-ზე მეტ კურიერთან და 3,500-ზე მეტ რესტორანთან თანამშრომლობს. თბილისში კი ვოლტი, ამ ეტაპზე, 150-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
(R)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)