|
2019-01-28 17:31:56, 1329 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება. დაზიანებული ხეების მოჭრა დღეს კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე დაიწყო. კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, სამუშაოების მიმდინარეობას შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე გაეცნო. „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, სანიტარიული ღონისძიებების ფარგლებში მოჭრილი ხეები, რგვების შესაბამის სეზონზე, ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლდება. „სამუშაოები დავიწყეთ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან და, პარალელურად, ვმუშაობთ მოსკოვის გამზირზე. სანიტარიული ჭრები გაგრძელდება თბილისის სხვა რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გაზაფხულზე, რგვების სეზონის დადგომისთანავე, თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად ახალი ნერგები დაირგვება“, - განაცხადა ვახტანგ ნოზაძემ. სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. წლების განმავლობაში, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი ფიჭვების საკითხი და არ ტარდებოდა შესაბამისი ფიტოსანიტარიული ღონისძიებები. დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა, თბილისის მერიის ინიციატივით, უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევით დამტკიცდა, რომ რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. შესაბამისად, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების განხორციელება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ჭრების პარალელურად, ასევე, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)