17:44 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 13:50:19, 1104 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება

თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, მიღების სტადარტები მარტივდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი საბუთების წარდგენა არა ერთ, არამედ ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი.

 „თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, უფრო გავამარტივეთ მისი დაკომპლექტების პოლიტიკა. ადრე მას, ვისაც უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, უწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა ჩვენ მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებს. პრაქტიკულად, პიროვნებას, რომლეიც საბრძოლო მომზადებას გაივლის ექნება შესაძლებლობა დახვეწოს, მათ შორის ფიზიკური მომზადების სტანდარტი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, მომზადების პერიოდში მიაღწიოს სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი. რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, ახლა თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონალური პრინციპის მიხედვით გავშალეთ და უკვე ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი დოკუმენტაციების წარდგენა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი შერჩევა გამარტივებული წესით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მეტი დაინტერესებული პირის თავდაცვის ძალებში მიღებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics