16:11 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 17:17:51, 2133 ნახვა

კომენტარი
ნიკოლოზ სირაძე: კიბე, რომელიც სასტუმრო „ლეო გრანდშია“, უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, კიბე, რომელიც სასტუმრო "ლეო გრანდშია", უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა.

როგორც სირაძემ განმარტა, კიბის გამოყენება შეუძლებელი იყო.

"წინასწარი მონაცემებით კიბე, რომელიც სასტუმრო "ლეო გრანდის" შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი. შესაბამისად, მისი გამოყენება საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორმა.

შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, 1 კი, ირანის მოქალაქეა. ამასთან, დაშავდა 21 ადამიანი. მათგან 14 საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, 7 კი, სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics