2026-06-14 15:35:28, 265 ნახვა
სამართალი
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ახმეტაში, ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა. ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,