18:55 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 21:02:28, 2893 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატების 11 შუამდგომლობიდან არც ერთი დაკმაყოფილდა

მოსამართლემ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ ამ დროისთვის წარდგენილი 11 შუამდგომლობიდან, არც ერთი დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, მათი დასაბუთება მყარი იყო, თუმცა სასამართლომ პროკურატურის უსუსური არგუმენტაცია გაიზიარა.

დარჩენილია დაცვის მხარის ერთი შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა ადვოკატები წინასწარ ვარაუდობენ, რომ მოსამართლე არც ამ შუამდგომლობას გაიზიარებს.

 "11-ვე შუამდგომლობაზე უარი მივიღეთ. უსუსური არგუმენტები იყო პროკურატურისგან, ჩვენი დასაბუთება მყარი იყო.სასამართლო სხდომის დახურვის მიზეზი სწორედ იყო ის, რომ საზოგადოებას ვერ დაენახა ეს ყველაფერი. დარჩა ერთი შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის თაობაზე.სამართლებრივად გვაქვს ამის საფუძველი, მაგრამ დღევანდელი მოსამართლის გათვალისწინებით, რამდენად მოხერხდება, ვნახავთ",-განუცხადა შესვენებაზე ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

 პროკურორის ინფორმაციით კი, სასამართლომ მათი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში განახლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics