17:20 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:32:16, 1981 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატები წინასასამართლო სხდომის დახურვას ეწინააღმდეგებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურამ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა იმ მოტივით, რომ  საქმე შეიცავს  საკითხებს, რომელთა გასაჯაროება მათ მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

დაცვის მხარე სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარების შესახებ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

ისინი პროცესის საჯაროობას ითხოვენ.

მოსამართლეს პროცესის დახურვა-არდახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სხდომაზე მამა გიორგი მამალაძეს ბრალდება გააცნეს. მან აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე  პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics