|
2016-12-07 14:14:49, 2080 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია იან კელის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს ელჩს, იან კელის შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ეკონომიკის მინისტრის რანგში ეს გიორგი გახარიას აშშ-ს ელჩთან პირველი შეხვედრა იყო. იან კელიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. როგორც აღინიშნა, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ელჩთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება ამერიკელი ინვესტორებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე. გიორგი გახარიამ იან კელის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი საფუძველია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. (NS)
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)