2026-06-11 18:22:38, 322 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს ღამით აშშ ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“. „აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს (რომლის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, შეტევითი შესაძლებლობების უდიდეს ნაწილთან ერთად, აღარ არსებობს!)“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ასევე, ტრამპის თქმით, აშშ „არცთუ ისე შორეულ მომავალში ხარგის კუნძულზე კონტროლს დაამყარებს“.
„კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც შესანიშნავად მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ისე აშშ-სთვის“, - აცხადებს ტრამპი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,