|
2026-08-20 12:09:07, 272 ნახვა
მსოფლიო
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსეთის შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო უკრაინის დედაქალაქ კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღო. ცნობისთვის, რუსეთის სარაკეტო იერიშს კიევის ოლქში დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 20 აგვისტოს დილის ცხრა საათისთვის დადასტურებულია, რომ კიევში 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ამავე სამსახურის ცნობით, კიევის სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ხანძრები გაჩნდა სამ საწყობში. სოლომენსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლის ბოლო ორი სართული, კიდევ სამი დამწვარია. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ორი სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და მაღაზია. დარნიცის რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ ობიექტზე. ხანძარი გაჩნდა საწყობებში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)