14:21 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-19 13:27:10, 314 ნახვა

საზოგადოება
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მე-12 წლისთავი მიულოცა.

შიო III-მ ონოფრეს (ერისკაცობაში ორესტ ბერეზოვსკი) „თავისი ხალხისა და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი“ უწოდა.

მან მიტროპოლიტს ჯანმრთელობა და უფლის შეწევნა უსურვა, ხოლო უკრაინასა და სრულიად მსოფლიოს - მშვიდობა და ღვთაებრივი მადლი.

შიო III-ს მილოცვის ტექსტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აგრესია დაგმო და გამოაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირს წყვეტს. ამასთან, ოფიციალურად ავტოკეფალია არ გამოუცხადებია და როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, არც მოსკოვთან არ გაუწყვეტია კავშირები.

2024 წელს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა რუსეთთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics