|
2026-08-18 14:13:41, 284 ნახვა
საზოგადოება
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
18 აგვისტოს დილით, რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენიგიზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა. უწყების ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა 10 საცხოვრებელი სახლი, კაფე, ფოსტის შენობა და მაღაზია. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ზელენსკის განცხადებით, დარტყმა განხორციელდა ხალხმრავალ გზაჯვარედინზე, სადაც სამოქალაქო ობიექტები — ფოსტა და მაღაზიები მდებარეობს, გარშემო კი მხოლოდ საცხოვრებელი სახლებია. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის ყველა გარემოება დადგინდება, რუსეთის ამ იერიშს კი უკრაინული მხარე აუცილებლად უპასუხებს. მან პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)