|
2026-08-14 20:26:29, 230 ნახვა
ეკონომიკა
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება მშობლებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ პროცესის გასამარტივებლად და სასკოლო ნივთების შეძენისას თანხის დაზოგვის შესაძლებლობის მისაცემად, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალურ შეთავაზებას ქმნის. შეთავაზების ფარგლებში, პირველი 10,000 პირველკლასელი მოსწავლე, რომელიც sCool Card-ს 30 აგვისტომდე აიღებს, სასკოლო ფორმის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი). შეთავაზება 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ის მოსწავლეებისთვის კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებიან, სასკოლო ფორმის შეძენაზე 20%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ (მაქსიმუმ 20 ლარის). ინფორმაციისთვის, აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ 5, 6, 7 და 8 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც 30 აგვისტომდე აიღებენ sCool Card-ს. ქეშბექით სარგებლობისთვის აუცილებელია სასკოლო ფორმის შეძენისას sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალის ან გადახდის მეთოდის არჩევა. შეთავაზება მოქმედებს როგორც ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, ისე ონლაინ. 30%-იანი ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე მომენტალურად, 20%-იანი ქეშბექი კი 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში ავტომატურად დაბრუნდება. sCool Card-ის აღება უფასოა და მისი შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან, ვებგვერდიდან ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს. sCool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია, რომელიც მათ სხვადასხვა ყოველდღიურ ბენეფიტს სთავაზობს, მათ შორის სატრანსპორტო შეღავათებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიტებს.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)