18:45 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-02 17:31:13, 251 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ

ოპოზიცია მთლიანად მოშლილია. ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე, ეს არის, საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

„ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და, შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის, საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics