18:34 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-30 17:04:02, 243 ნახვა

პოლიტიკა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს

სომხეთმა შესაძლოა რუსეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იჯარისთვის წელიწადში 2 მილიარდ დოლარამდე მოსთხოვოს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი სარკინიგზო ინფრასტრუქტურას საკუთარ საკუთრებად მიიჩნევს და არ გამორიცხავს სამართლებრივ დავას ან საარბიტრაჟო პროცესს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის კონცესიასთან დაკავშირებით.

“სომხეთს უნდა შეეძლოს ამ რკინიგზის გამოყენება ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მინდა ეს საკითხი ძალიან მკაფიოდ განვმარტო: ამის ალტერნატივა არ არსებობს” - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებას “მეგობრულად” აპირებს.

“ახლა ბევრი საუბრობს, ძირითადად ოპოზიცია, გარკვეულ საკითხებზე ფასების შესაძლო ზრდის შესახებ. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმაზე, რაც სომხეთისთვის 30 წლის განმავლობაში უფასო იყო, სომხეთმა დაიწყოს 2 მილიარდი დოლარის მოთხოვნა. მე რკინიგზაზე არ მივანიშნებ; პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაა და სხვა ვარიანტი არ არსებობს” - დასძინა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics