2016-02-25 18:34:08, 712 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის რაიონში არსებული 9 მეჩეთი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა
მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინასური საკითხის შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომა გაიმართა, რომელსაც მართლმადიდებელი, მუსლიმი, იეზიდური და ორმოცდაათიანელთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ქობულეთის რაიონში არსებული 9 მეჩეთი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა.
"ქობულეთის რაიონის კვირიკეს მეჩეთი, გორგაძეების მეჩეთი, სოფელ ხალაშის მეჩეთი, ხეთსუბნის მეჩეთი, გელაურის მეჩეთი, ციხისძირის, ჩაისუბნის, ალამბრის მეჩეთი რელიგიის კომისიამ საქართველოს სრულიად მუსლიმთა სამართველოს გადასცა,”-განაცხადა ნსაქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან