|
2024-09-18 22:59:01, 386 ნახვა
საზოგადოება
სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული - კესარია აბრამიძის მკვლელობის ახალი დეტალები
კესარია აბრამიძეს სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. "ექსპრესნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლებმა ხმამაღალი საუბრის შემდეგ კი ჩხუბის ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მოკლულმა დახმარება ითხოვა მეზობლებმა სასწრაფოს და პოლიციას გამოუძახეს. დაჭრილი კესარია სადარბაზოს დამლაგებელმა ნახა. - "ყელი გამოჭრა, მანამდე კი ყვიროდა და შველას ითხოვდა" - აცხადებენ მეზობლები. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დრისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. არსებული ინფორმაციით, იძებნება ბექა ჯაიანი, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო, პოლიციას ამოღებული აქვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც როგორც ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ადგილზე პოლიცია მუშაობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, თბილისში დიღმის მასივში, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)