|
2023-08-08 12:34:05, 705 ნახვა
საზოგადოება
რეზერვისტები სამხედროებთან და მაშველებთან ერთად სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედროებთან ერთად მუშაობენ ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები. "წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამხედროებთან და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს. ისინი სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ. პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური ტექნიკით",- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)