|
2023-08-05 17:16:47, 882 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - არსებობს თემები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა
უამრავი სპეკულაციური განცხადება კეთდება და რაღაც თემები არსებობს, რასთან დაკავშირებითაც, არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულის დაწერა ან ზოგადად სპეკულირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არსებობს თემები, რომლის დახმარებითაც პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა სირცხვილია. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, თითქოს, 70-იან წლებში აშენებული კოტეჯები "ქართული ოცნების" მმართველობის დროს აშენდა. "დღეს, მაგალითად, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაშინ, როდესაც 70-იანი წლებიდან დგას ეს კოტეჯები იქ. ასეთ ტყუილს რომ კადრულობ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო, ეს სირცხვილია. სტიქიაა, ადამიანები დაიღუპნენ და ამ დროს ცდილობ, რომ შენს პარტიას პოლიტიკური ქულები დაუწერო, სირცხვილია ეს ყველაფერი. ამაზე არ მინდა საერთოდ საუბარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)