17:24 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 16:31:27, 644 ნახვა

საზოგადოება
ლატვიის საგარეო - ვუსამძიმრებთ შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედს გამოთქვამს.

აღნიშნულის შესახებ უწყება Twitter-ზე წერს.

„ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“, - ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა.

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველების მიერ ათობით პირი ევაკუირებულია, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics