|
2023-08-04 14:34:12, 742 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 7 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. როგორც ღარიბაშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, 210 ადამიანი გამოყვანილია დამეწყრილი ტერიტორიიდან. „მინდა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიისას გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო. მოვისმინე ინფორმაცია, ოპერატიული შტაბი, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან, გამოგზავნილი იქნა 400- ზე მეტი მაშველი, მათ დაიწყეს მუშაობა, 210 ჩვენი მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად, მანამდე ღამე ჩვენს პოლიციას, ჩვენს სამაშველო სამსახურს ჰქონდა მაქსიმალური მობილიზაცია გაკეთებული ადგილზე, არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებელი გამოიყვანეს. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ძალიან მძიმე ვითარებაა. 30-ზე მეტს კვლავაც ეძებენ, თუმცა დაველოდოთ შედეგებს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში დღეს ჩავიდა. მთავრობის მეთაურმა, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე, მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)