|
2023-08-04 11:10:06, 680 ნახვა
საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს. სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ბოლო მონაცემებით, კიდევ 140 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. შეგახსენებთ, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)