|
2023-08-02 19:57:15, 768 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ადვოკატ შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატ შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. უწყება თუთბერიძეს 2 ივნისს პარლამენტთან გამართული ბანერების აქციის დროს ხულიგნობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ედავება. "2 ივნისს დამაკავეს პარლამენტის წინ, კიბეებზე ვიყავი ჩამომჯდარი და მედო ფეხებთან პლაკატი, რომელზეც იყო საპროტესტო სიტყვა დაწერილი. ამის გამო დამაკავეს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბუნებრივია სრულიად უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ. მე ვფიქრობ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი ჩემს მიმართ. ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა საკმაოდ დიდია და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მთავრობა გადაეფარება იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამ დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცეს. მე ვფიქრობ რომ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. შეგახსენებთ, 2 ივნისის აქციაზე სულ 7 ადამიანი დააკავეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)