|
2023-07-28 17:34:28, 919 ნახვა
საზოგადოება
ახალქალაქში შსს-ს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. „კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერს აღნიშნული დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)