|
2023-06-04 16:48:36, 847 ნახვა
სამართალი
2 ივნისს დაკავებული ორი აქტივისტი დუშეთის იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
2 ივნისის აქციაზე დაკავებული აქტივისტები ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესი, რომელიც ელოდნენ, რომ დღეს ჩატარდებოდა, სავარაუდოდ გადაიდება. თელავის და გურჯაანის იზოლატორებში რჩებიან დანარჩენი დაკავებულები, რომელთა შორის არიან უფლებადამცველები ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი. 2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 7 მოქალაქე დააკავა. ამ ბანერებზე ძირითადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები, ზოგიერთი მოქალაქე კი ცარიელი ბანერით იდგა. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიყენა შსს-მ დაკავების გახანგრძლივებული, 48-საათიანი ვადა თუ აქტივისტების გაშვება ხელწერილის საფუძველზე იყო შესაძლებელი. "როგორც გვაცნობეს, დუშეთის იზოლატორში რომ ჰყავდათ 2 დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს. ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ თუ აპირებდნენ ხელწერილით გათავისუფლებას რატომ გამოიყენეს 48-საათიანი პატიმრობის ვადა? ველოდით, რომ დღეს იქნებოდა პროცესი, როგორც ჩანს პროცესი გადაიდება. როცა შემოიტანენ სასამართლოში საქმეს მაშინ დაინიშნება სასამართლოს სხდომა. თუმცა ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია, რომ თუკი ადამიანი შესაძლებელია, რომ გაუშვა ხელწერილით რატომ გყავს პატიმრობაში, რატომ გაქვს გამოყენებული უკიდურესი ფორმა - პატიმრობა და რატომ გყავს დაკავებული. ჩვენთვის ეს ამოუხსნელია ნამდვილად." - აცხადებს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)